do you like spain?

Friday, 19 March 2010



ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები(ესპ.La selección de fútbol de España) — იცავს ესპანეთის ღირსებას სხვადასხვა სანაკრებო, საფეხბურთო ჩემპიონატებში. მას მართავს და აკონტროლებს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია.

ესპანეთის ნაკრებს 12-ჯერ აქვთ მიღებული მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატებში, 1982 წელს კი თვითონ იყო მასპინძელი ნაკრები.ყველაზე საუკეთესო შედეგი ამ ტურნირზე,რაც კი უჩვენებია ესპანეთის ნაკრებს,არის მეოთხე ადგილი ბრაზილიაში ჩატარებულ 1959 წლის მსოფლიო თასზე.

ევროპის ჩემპიონატებზე 8-ჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული,პირველად კი 1964 წელს გაიბრწყინა,სადაც მასპინძელმა მოქმედი ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ნაკრები ანგარიშით 2-1 დაამარცხა.1984 წელს საფრანგეთში ჩატარებულ ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებმა კონტინენტის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა,რადგანაც დამარცხდა მასპინძელ საფრანგეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან-2:0.2008 წელს ფინალში 1-0 დაამარცხა გერმანია და მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.ამ გამარჯვებამ მას ფიფას მსოფლიო რეიტინგის ლიდერობა და ფიფას რეიტინგის გამძღი მეექვსე ადგილობა მოუტანა.


მისი საუკეთესო გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე შედგა 1992 წელს,ბარსელონაში,როცა კამპ ნოუზე პოლონეთის 3-2 ძლევით ოქროს მედლებს დაეუფლა.სინეის 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კი ესპანეთის ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა,დამარცხდა რა ფინალში კამერუნის ოლიმპიურ ნაკრებთან.ვერცხლის მედალი აგრეთვე მოგებული აქვს 1920 წლის ანტვერპენის ოლიმპიურ თამაშებზე.

სხვა მხრივ,1999 წელს ესპანეთმა მოახერხა იაპონიის 4-0 ძლევით ნიგერიაში მოეგო 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი.ეს იყო აქამდე ერთადერთი მსოფლიო ტიტული ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებისთვის.

ესპანეთის საფეხბურთო ლიგა ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში. მასში მონაწილეობას იღებენ ისეთი ცნობილი კლუბები როგორიცაა მადრიდის რეალი; ბარსელონა; მადრიდის ატლეტიკო; ვალენსია და სხვა. ესპანეთში თამაშობს თანამედროვე ფეხბურთის ბევრი ცნობილი ფეხბურთელი და ესპანური კლუბები ხშირად იკავებენ მოწინავე ადგილებს სხვადასხვა საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატებში.

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებს დებიუტი 1920 წელს, ბელგიის ოლიმპიურ თამაშებზე ჰქონდა. მათ ვერცხლის მედალი მოიპოვეს. პირველი საშინაო მატჩი ესპანეთის ნაკრებმა 1921 წელს ჩაატარა ბელგიასთან, ბილბაოში და 2-0 გაიმარჯვა.

ესპანეთის ნაკრებს არ მიუღია 1930 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა. მსოფლიოს ჩემპიონატზე მათი დებიუტი 1934 წელს შედგა, სადაც მათ მეოთხედფინალამდე მიაღწიეს და იტალიის ნაკრებთან დამარცხდნენ ორი მატჩის ჯამში, 1-0 და 1-1. ესპანეთის სამოქალაქო ომისა და მეორე მსოფლიო ომის გამო, ესპანეთს 1950 წლამდე არ მიუღია მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა.

1950 წელს ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატებზე ასპარეზობის მანძილზე ყველაზე დიდ შედეგს— მეოთხე ადგილს მიაღწია.პირველ ეტაპზე ესპანელებმა დაამარცხეს ჩილეს,ამერიკის შეერთებული შტატების და ინგლისის საფეხბურთო ნაკრებები,უკანასკნელ თამაშში ტელმო ზარამ გაიტანა ისტორიული გოლი,რომელმაც სახელი და დიდება მოუტანა.მოგვიანებით ესპანეთმა სხვა ჯგუფის გამარჯვებულებთან გაითამაშა,სადაც წააგო ბრაზილიასთან და შვედეთთან,ფრეს მიაღწია მხოლოდ ურუგვაისთან,რომელიც ამ ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ესპანეთმა ვერ შეძლო შემდეგ ორ ჩემპიონატზე გასვლა.1954 წლის შესარჩევ ციკლში მადრიდში თურქეთთან 4-1 მოგების და სტამბულში 1-0 წაგების შემდეგ,დაინიშნა გადამწყვეტი მატჩი ნეიტრალურ მოედანზე რომში,სადაც ფრედ 2-2 დასრულების შემდეგ გუნდებმა უარი თქვეს პენალტების დარტყმაზე და ყველაფერი კენჭისყრით გაირკვა.იტალიელმა ბიჭუნამ ფრანკო ჯემამ სომბრეროდან ამოიღო ქაღალდი სადაც თურქეთი ეწერა, ესპანეთი კი გამოეთიშა.მომდევნო 1958 წლის ჩემპიონატის შესარჩევში ესპანეთი ჯგუფში ჩარჩა,სადაც მასთან ერთად იყვნენ შოტლანდია და შვეიცარია,ჯგუფის გამარჯვებული კი ბრიტანელები გახდნენ.

1960-იანი წლების დასაწყისში ესპანეთი იწყებს ევროპის ჩემპიონატებში მონაწილეობას.1960 წლის შესარჩევი ციკლის მერვედფინალში პოლონეთის ნაკრების ორი მატჩის ჯამში 7-2 დამარცხების შემდეგ, ესპანეთის დიქტატორის ფრაცისკო ფრანკოს ბრძანებით ესპანელმა ფეხბურთელებმა არ ითამაშეს მეოთხედფინალი საბჭოთა კავშირთან

ამჟამინდელი შემადგენლობა [რედაქტირება]
შემადგენლობა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებზე, 2008 წ. სექტემბერი.

# სახელი დაბ. თარიღი კლუბი თამაში (გოლი) დებიუტი
მეკარეები
1 იკერ კასილასი (კაპიტანი) 20 მაისი, 1981 რეალი 85 (0) v. შვედეთი, 6 ივნისი, 2000
12 ხოსე მანუელ რეინა 31 აგვისტო, 1981 ლივერპული 1 (0) v. დანია, 28 მარტი, 2007
მცველები
2 რაულ ალბიოლი 4 სექტემბერი, 1985 ვალენსია 9 (0) v. დანია, 13 ოქტომბერი, 2007
3 ანდონი ირაოლა 22 ივნისი, 1982 ბილბაო 1 (0) v. დანია, 20 აგვისტო, 2008
4 ხუანიტო 23 ივლისი, 1976 ბეტისი 23 (2) v. უნგრეთი, 21 აგვისტო, 2002
5 კარლეს პუიოლი 13 აპრილი, 1978 ბარსელონა 69 (1) v. ჰოლანდია, 15 ნოემბერი, 2000
11 ხოან კაპდევილია 3 თებერვალი, 1978 ვილიარეალი 26 (4) v. პარაგვაი, 16 ოქტომბერი, 2002
15 სერხიო რამოსი 30 მარტი, 1986 რეალი 42 (4) v. ჩინეთი, 26 მარტი, 2005
ნახევარმცველები
6 ანდრეს ინიესტა 11 მაისი, 1984 ბარსელონა 32 (5) v. რუმინეთი, 27 მაისი, 2006
8 ხავი ერნანდესი 25 იანვარი, 1980 ბარსელონა 65 (8) v. ჰოლანდია, 15 ნოემბერი, 2000
9 დიეგო კაპელი 16 თებერვალი, 1988 სევილია 2 (0) v. დანია, 20 აგვისტო, 2008
10 ჩესკ ფაბრეგასი 4 მაისი, 1987 არსენალი 34 (1) v. კოტ დ'ივუარი, 1 მარტი, 2006
14 ხაბი ალონსო 25 ნოემბერი, 1981 ლივერპული 50 (3) v. ეკვადორი, 30 აპრილი, 2003
16 მარკოს სენა 17 ივლისი, 1976 ვილიარეალი 19 (1) v. კოტ დ'ივუარი, 1 მარტი, 2006
18 სანტი კასორლა 13 დეკემბერი, 1984 ვილიარეალი 10 (0) v. პერუ, 31 მაისი, 2008
თავდამსხმელები
7 დავიდ ვილია 3 დეკემბერი, 1981 ვალენსია 38 (21) v. სან მარინო, 9 თებერვალი, 2005
13 ბოიან კრკიჩი 28 აგვისტო, 1990 ბარსელონა 1 (0) v. სომხეთი, 10 სექტემბერი, 2008
17 დანიელ გისა 17 აგვისტო, 1980 ფენერბაჰჩე 11 (2) v. ჩრდ. ირლანდია, 8 ნოემბერი, 2007






No comments:

Post a Comment