do you like spain?

Saturday, 20 March 2010

ესპანეთის მდინარეები

ავია (ესპ. Río Avia), არის მდინარე მინოს შენაკადი, სიგრძე 36.7 კმ. მასთან ერთდა ჩაედინება ატლანტიკის ოკეანეში. იგი სათავეს იღებს ავიონის მუნიციპალიტეტში, მიედინება ლეიროს ბობორასისა და ავიონის მუნიციპალიტეტებს შორის. ერთადერთ ქალაქს, რომელსაც იგი გაივლის, არის რიბადავია.

ესპანეთის მდინარეები

ალაგონი - მდინარე ესპანეთში, მდინარე ტახოს მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 205 კილომეტრი. იგი სათავეს ზღვის დონიდან 1060 მეტრის სიმაღლეზე იღებს სამხრეთ სალამანკაში. ალაგონი მიედინება სამხრეთ-დასავლეთით, გაივლის რამდენიმე ქალაქს და საბოლოოდ ტახოს უერთდება ალკანტარასთან.


ებრო - მდინარე ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში. სიგრძე 910 კილომეტრი, აუზის ფართობი 80 ათასი კმ2. სათავე აქვს კანტაბრიის მთების სამხრეთ კალთებზე. ზღვის დონიდან 850 მეტრზე. ერთვის ხმელთაშუა ზღვას. მთავარი შენაკადებია: მარჯვენა ხალონი, გუადალოპე; მარცხენა - არაგონი, გალიეგო, სეგრე. ზემოთში კვეთს ძველი კასტილიის პლატოს შუაწელში მიედინება არაგონის ვაკეზე გაშლილ ხეობაში. ქვემოთში ვიწრო ხეობით კვეთს კატალონიის მთებს, გადის ზღვისპირა დაბლობზე და ქმნის დელტას. ზღვას არხით უერთდება. ებრო შერეული საზრდოობის მდინარეა. წყალმოვარდნები იცის ზამთარსა და გაზაფხულზე. საშუალო წლიური ხარჯი ქვემოთში (ქალაქ ტორტოსასთან) 618 მ3/წმ. იყენებენ სარწყავად. სანაოსნოა ქალაქ სარაგოსამდე.

No comments:

Post a Comment