ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები(ესპ.La selección de fútbol de España) — იცავს ესპანეთის ღირსებას სხვადასხვა სანაკრებო, საფეხბურთო ჩემპიონატებში. მას მართავს და აკონტროლებს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია.
ესპანეთის ნაკრებს 12-ჯერ აქვთ მიღებული მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატებში, 1982 წელს კი თვითონ იყო მასპინძელი ნაკრები.ყველაზე საუკეთესო შედეგი ამ ტურნირზე,რაც კი უჩვენებია ესპანეთის ნაკრებს,არის მეოთხე ადგილი ბრაზილიაში ჩატარებულ 1959 წლის მსოფლიო თასზე.
ევროპის ჩემპიონატებზე 8-ჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული,პირველად კი 1964 წელს გაიბრწყინა,სადაც მასპინძელმა მოქმედი ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ნაკრები ანგარიშით 2-1 დაამარცხა.1984 წელს საფრანგეთში ჩატარებულ ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებმა კონტინენტის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა,რადგანაც დამარცხდა მასპინძელ საფრანგეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან-2:0.2008 წელს ფინალში 1-0 დაამარცხა გერმანია და მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.ამ გამარჯვებამ მას ფიფას მსოფლიო რეიტინგის ლიდერობა და ფიფას რეიტინგის გამძღი მეექვსე ადგილობა მოუტანა.
მისი საუკეთესო გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე შედგა 1992 წელს,ბარსელონაში,როცა კამპ ნოუზე პოლონეთის 3-2 ძლევით ოქროს მედლებს დაეუფლა.სინეის 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კი ესპანეთის ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა,დამარცხდა რა ფინალში კამერუნის ოლიმპიურ ნაკრებთან.ვერცხლის მედალი აგრეთვე მოგებული აქვს 1920 წლის ანტვერპენის ოლიმპიურ თამაშებზე.
სხვა მხრივ,1999 წელს ესპანეთმა მოახერხა იაპონიის 4-0 ძლევით ნიგერიაში მოეგო 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი.ეს იყო აქამდე ერთადერთი მსოფლიო ტიტული ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებისთვის.
ესპანეთის საფეხბურთო ლიგა ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში. მასში მონაწილეობას იღებენ ისეთი ცნობილი კლუბები როგორიცაა მადრიდის რეალი; ბარსელონა; მადრიდის ატლეტიკო; ვალენსია და სხვა. ესპანეთში თამაშობს თანამედროვე ფეხბურთის ბევრი ცნობილი ფეხბურთელი და ესპანური კლუბები ხშირად იკავებენ მოწინავე ადგილებს სხვადასხვა საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატებში.
ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებს დებიუტი 1920 წელს, ბელგიის ოლიმპიურ თამაშებზე ჰქონდა. მათ ვერცხლის მედალი მოიპოვეს. პირველი საშინაო მატჩი ესპანეთის ნაკრებმა 1921 წელს ჩაატარა ბელგიასთან, ბილბაოში და 2-0 გაიმარჯვა.
ესპანეთის ნაკრებს არ მიუღია 1930 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა. მსოფლიოს ჩემპიონატზე მათი დებიუტი 1934 წელს შედგა, სადაც მათ მეოთხედფინალამდე მიაღწიეს და იტალიის ნაკრებთან დამარცხდნენ ორი მატჩის ჯამში, 1-0 და 1-1. ესპანეთის სამოქალაქო ომისა და მეორე მსოფლიო ომის გამო, ესპანეთს 1950 წლამდე არ მიუღია მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა.
1950 წელს ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატებზე ასპარეზობის მანძილზე ყველაზე დიდ შედეგს— მეოთხე ადგილს მიაღწია.პირველ ეტაპზე ესპანელებმა დაამარცხეს ჩილეს,ამერიკის შეერთებული შტატების და ინგლისის საფეხბურთო ნაკრებები,უკანასკნელ თამაშში ტელმო ზარამ გაიტანა ისტორიული გოლი,რომელმაც სახელი და დიდება მოუტანა.მოგვიანებით ესპანეთმა სხვა ჯგუფის გამარჯვებულებთან გაითამაშა,სადაც წააგო ბრაზილიასთან და შვედეთთან,ფრეს მიაღწია მხოლოდ ურუგვაისთან,რომელიც ამ ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
ესპანეთმა ვერ შეძლო შემდეგ ორ ჩემპიონატზე გასვლა.1954 წლის შესარჩევ ციკლში მადრიდში თურქეთთან 4-1 მოგების და სტამბულში 1-0 წაგების შემდეგ,დაინიშნა გადამწყვეტი მატჩი ნეიტრალურ მოედანზე რომში,სადაც ფრედ 2-2 დასრულების შემდეგ გუნდებმა უარი თქვეს პენალტების დარტყმაზე და ყველაფერი კენჭისყრით გაირკვა.იტალიელმა ბიჭუნამ ფრანკო ჯემამ სომბრეროდან ამოიღო ქაღალდი სადაც თურქეთი ეწერა, ესპანეთი კი გამოეთიშა.მომდევნო 1958 წლის ჩემპიონატის შესარჩევში ესპანეთი ჯგუფში ჩარჩა,სადაც მასთან ერთად იყვნენ შოტლანდია და შვეიცარია,ჯგუფის გამარჯვებული კი ბრიტანელები გახდნენ.
1960-იანი წლების დასაწყისში ესპანეთი იწყებს ევროპის ჩემპიონატებში მონაწილეობას.1960 წლის შესარჩევი ციკლის მერვედფინალში პოლონეთის ნაკრების ორი მატჩის ჯამში 7-2 დამარცხების შემდეგ, ესპანეთის დიქტატორის ფრაცისკო ფრანკოს ბრძანებით ესპანელმა ფეხბურთელებმა არ ითამაშეს მეოთხედფინალი საბჭოთა კავშირთან.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment